გაერთიანებული საემიროები ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს შეიძენს
16:29:46     26-09-2011
რამოდენიმე დღის წინ, აშშ-ს თავდაცვის უწყების უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ, ქვეყნის კონგრესი გაერთიანებულ არაბთა საემიროებთან უახლოეს მომავალში კონტრაქტის გაფორმების შესახებ გააფრთხილა. კონტრაქტი, რომელიც გაფორმდება ამ არაბული ქვეყნისთვის "ჰელფაიერის" ტიპის 500 მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მიწოდებას ითვალისწინებს.
რაკეტების გარდა საემიროები, რაკეტების შესანახად საჭირო კონტეინერებს, სათადარიგო ნაწილებს, საჭირო აღჭურვილობას და ტექნიკურ დოკუმენტაციას მიიღებენ. გარდა ამისა ტექნიკური პერსონალი ამერიკელების ხელშეწყობით საჭირო გადამზადების კურსებს გაივლის. არსებული ინფრომაციით გარიგების ღირებულებამ შესაძლებელია 65 მილიონი დოლარი შეადგინოს.
რაც შეეხება თავად AGM-114 "ჰელფაიერის" ტიპის რაკეტებს, მათზე მუშაობა 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მანამდე ამერიკელები ტანკსაწინააღმდეგო მართვადი შეიარაღების სახით, TOW-ს ტიპის რაკეტებს იყენებდნენ. მაგრამ ეფექტურობის მიუხედავათ, მათ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ქონდათ - სტარტის შემდეგ, რაკეტის მართვა მავლთულების საშუალებით ხდებოდა. შესაბამისად რაკეტის ფრენის სიჩქარე და გამოყენების დისტანცია მავლთულის კოჭას გაშლასა და თავად მავლთულის სიგრძეზეა დამოკიდებული. ამიტომაც ახალ "ჰელფაიერის" შემთხვევაში მისი მართვა ლაზერით უნდა მომხდარიყო. რაკეტა "ჰელფაიერის" პირველი საცდელი გაშვება, შვეულმფრენ "კობრას" ბორტიდან 1978 წელს შესდგა. 1985 წელს კი აშშ-ს არმიამ ის შეიარაღებაში მიიღო.
ცოტა ხანში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციისთვის და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსისთის მოდიფიკაცია AGM-114B შეიქმნა.
შემდგომი მოდიფიკაცია AGM-114C იყო. გაუმჯობესებული დამიზნების სისტემის წყალობით, მისი გამოყენება ცუდ მეტეოპირობებშიც შეიძლებოდა. აშშ-ს არმიის შეიარაღებაში მისი მიღების შემდეგ, ამ რაკეტით შვედეთის სანაპირო საარტილერიო ძალები დაინტერესდნენ. ისინი ახლო დისტანციებზე სადესანტო და მცირე წყალწყვის ხომალდების წინააღმდეგ, ახალ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას ეძებდნენ. კონტრაქტი 1987 წელს გაფორმდა და კომპლექსი ნიშნულით RBS-17
შვედეთის შეიარაღებაში შევიდა. დამკვეთის მოთხოვნით რაკეტა მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობინით აღჭურვეს.
პირველი სამი მოდიფიკაციის შემთხვევაში რაკეტის სიგრძე 1.63 მ-ს შეადგენს. სასტარტო მასა 45.7 კგ-ია, საიდანაც 8 კგ კუმალაციური ტიპის საბრძოლო ქობინზე მოდის.
1991 წელს დინამიური ჯავშნის მქონე ტანკებთან საბრძოლველად, შექმნილი იყო რაკეტის ახალი მოდიფიკაცია AGM-114F, რომელსაც ტანდემური ტიპის კუმულაციური საბრძოლო ქობინი გააჩნდა.
არსებობს ამ ტიპის რაკეტის გამოყენების რამოდენიმე ვარიანტი, რომლებიც სამიზნის მითითების მეთოდზე არიან დამოკიდებულნი. სამიზნის ავტონომიური მითითების შემთხვევაში (მატარებლის ბორტიდან), ლაზერული სხივით სამიზის მონიშნვა რაკეტის სამიზნემდე მთელი ფრენის განმავლობაშია საჭირო.
ამ ორ მეთოდთან ერთად, არსებობს რაკეტის გაშვების ოთხი რეჟიმი, რომლებიც სამ ფაქტორზეა დამოკიდებული: სამიზნემდე არსებულ დისტანცია, ამინდი და რელიეფი. პირველს LOBL (Lock-on Before Launch - სამიზნის "დაჭრდა" რაკეტის გაშვებამდე) ეწოდება. ამ რეჟიმისას, რაკეტის დამიზნების სისტემა სამიზნეს, სტარტამდე აფიქსირებს. მისი უპირატესობა იმაშია, რომ ეკიპაჟს შეუძლია დარწმუნდეს რაკეტის მიერ სამიზნის დაფიქსირებაში. მეორე რეჟიმისას LOAL-DIR, რაკეტის მიერ სამიზნის დაფიქსირება, მისი გაშვების შემდეგ ხდება.
რაკეტა Hellfire-ის ოჯახიდან, ერთადერთი მოდიფიკაცია, რომელიც სრულად შეესაბამება კრიტერიუმს "გაისროლე და დაივიწყე" AGM-114L Hellfire-Longbow არის. ის აქტიური თვითდამიზნების სისტემითაა აჭღურვილი. რისი წყალობითაც მისი გამოყენება დღე-ღამის ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი მეტეოპირობების დროსაა შესაძლებელი. რაკეტა მოდერნიზიებული AH-64D-სთვის და ახალი თაობის RAH-66 Comanche-სთვის შეიქმნა. მისი პირველი გამოცდები 1994 წელს ჩატარდა, ოთხი წლის შემდეგ კი ახალი კომპლექსი აშშ-ს არმიის შეიარაღებაში შევიდა.
დღეისთვის რაკეტის სხვადასხვა მოდიფიკაცია აშშ-ს გარდა, ავსტრალიის, ეგვიპტის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ისრაელის, იაპონიის, ქუვეითის, ლიბიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, ტაივანის, სინგაპურის, შვედეთის, თურქეთის, გაერთიანებული არაბთა საემიროებისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშია.
რაც შეეხება გაერთიანებულ არაბთა საემიროებს, მოდიფიკაციას რომლის შეძენასაც ის გეგმავს, ნიშნულს AGM-114R3 ატარებს. მისი გამოყენება როგორც შვეულმფრენებიდან ასევე უპილოტო საფრენი აპარატებიდან შეიძლება.