მწვანე სუპი

  11:14:27     23-09-2011

მასალა:

ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი 

ხახვი - 2-3 თავი

ერბო - 2 სუფრის კოვზი

ისპანახი - 100 გრამი

მჟაუნა - 100 გრამი

კვერცხი - 2 ცალი

მწვანილის თეთრი ძირები - 100 გრამი

ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ერბოში და ჩავუშვათ ბულიონში; მასთან ერთად ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიახურისა და ოხრახუშის თეთრი ძირები. ცალკე შევამზადოღ მჟაუნისა და ისპანახის ფაფა (ჩავხარშოთ კარგად, რომ ფაფის სახე მიიღოს) და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. თეფშებზე დასხმულ კერძებს დავამატოთ თხელ ფენებად დაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხი. თუ გვსურს, კვერცხთან ერთად, თითჴეულ თეფშზე დავასხათ თითო სუფრის კოვზი მაწონი ან არაჟანი.