პუჩერო(ესპანური კერძი)
11:35:20     22-09-2011
მასალა:
500 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი
250 გრამი ღორის ბარკალი
125 გრამი მწვანე მუხუდო ან თეთრი ლობიო
100 გრამი ნივრის ძეხვი
250 გრამი სტაფილო
1 თავი ხახვი
მარილი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
5-6 მარცვალი შავი პილპილი
„ბურთულებისთვის“:
40 გრამი სალა
50 გრამი ღორის ბარკალი
2 ცალი კვერცხი
ხორცის ბულიონი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
ნიორი გემოვნებისამებრ
საფანელი
შესაწვავად საჭირო მცენარეული ზეთი
ღამით დამბალ მწვანე მუხუდოს, ძროხის ხორცს და ბარკალს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ ძეხვი, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. „ბურთულებისთვის“ მომზადებული ღორის ბარკალი, სალა, ნიორი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ, დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, ცოტა ხორცის ბულიონი და საფანელი, მოვზილოთ მასა და გავაკეთოთ „ბურთულები“.შევბრაწოთ მოოქროსფრო-მოყვითალო ფერის მიღებამდე დიდი რაოდენობით მცენარეულ ზეთში (უნდა დაცურავდნენ). სუფრაზე მიტანის წინ ჩავუშვათ მომზადებულ სუპში.