სოლ ლევიტი და მინიმალიზმი
11:44:07     21-09-2011
სოლ ლევიტი, ამერიკელი მხატვარი, მინიმალიზმისა და კონცეპტუალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის არის კონცეპტუალიზმის თეორიული ნაშრომების ავტორი. სახელი მოიხვეჭა 1960-იან წლებში კედლის ნახაზებითა და „სტრუქტურებით“ (ტერმინი, რომელსაც თავად „სკულპტურებს“ ამჯობინებდა), თუმცა დიდი რაოდენობის სხვა ჟანრის ნამუშევრები ეკუთვნის, მათ შორის ლითოგრაფიასა და ფერწერაში.
1965 წლის შემდეგ, მხატვარი მრავალი პერსონალური გამოფენის ობიექტი გამხდარა მსოფლიოს მუზეუმებსა თუ გალერეებში. მისი ორ და სამგანზომილებიანი ნაშრომები მოიცავს კედლის ნახაზებს (რომელთაგან 1200 შემდეგ აწყობილ იქნა) და ასობით ნამუშევარს ქაღალდზე, რომლებიც კოშკების, პირამიდების, გეომეტრიული პროგრესიების ფორმის სტრუქტურებს გამოსახავს.