შერეული სალათა პოლონურად
11:37:39     21-09-2011
მასალა:
500 გრამი პამიდორი
2 ცალი მჟავე კიტრი
2 ცალი ცოცხალი კიტრი
2 თავი ხახვი
2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
ცოტა მარილი და შაქარი
ყველა პროდუქტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჭურჭელში ფენებად ჩავაწყოთ: პამიდორი, ცოცხალი კიტრი, კვერცხი, მჟავე კიტრი, ხახვი. ყვეა ფენას მოვაყაროთ ცოტ-ცოტა მარილი და შაქარი. სალათას მოვასხათ ზეთი და მოვაყაროთ კამა.