f-16 fightin falcon – „საჰაერო მებრძოლი“
10:46:44     20-09-2011
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ ყიდულობს ამ მოდელებს, f-16 fightin falcon გაუმჯობესებული ვერსიები მაინც იწარმოება ექსპორტისთვის. 1993 წელს General Dynamics-მა თვითმფრინავის წარმოების ბიზნესი მიყიდა კორპორაციას Lockheed Corporation, რომელიც, თავის მხრივ, გახდა Lockheed Martin-ის ნაწილი.
Fighting Falcon წარმოადგენს საჰაერო მებრძოლს მრავალი ინოვაციით, რომელთა შორისაც შეიძლება დასახელდეს კაბინის უკარკასო ზედა მხარე უკეთესი ხილვადობისათვის, გვერდითა მხარეს დამაგრებული კონტროლის ბერკეტები, რათა ადვილად გააკონტროლოს პილოტმა თვითმფრინავი დიდი გრავიტაციული ძალების მოქმედებისას და გაუმჯობესებული სავარძელი, გრავიტაციული ძალების მოქმედების შესამცირებლად პილოტზე. F-16 აქვს შიდა M61 Vulcan ტიპის ქვემეხი და 11 სამაგრი სხვადასხვა ტიპის რაკეტების, ბომბებისა და საწვავის ავზების დასამონტაჟებლად.
გარდა აშშ-ის საჰაერო ძალების აქტიური, სარეზერვო და საჰაერო ეროვნული დაცვის დანაყოფებისა, თვითმფრინავს იყენებს აშშ-ის საჰაერო ძალების საჰაერო სადემოსტრაციო ჯგუფი და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები. აშშ-ის გარდა, F-16 კიდევ 25 ქვეყნის საჰაერო ძალებში მსახურობს
Army.ge