მწვანე სალათა

  10:28:56     19-09-2011

მასალა:

სალათის ფოთლები - 2 პატარა კონა

 არაჟანი - 0,5 ჩაის ჭიქა

კვერცხი - 1 ცალი

კიტრი - 1-2 ცალი

ძმარი - 2 სუფრის კობზი

მარილი, პილპილი, შაქრის ფხვნილი, კამა - გემოვნებით

მწვანე სალათის ფოთლები გავარჩიოთ, გავრეცხოთ და თითოეული ფოთოლი დავჭრათ 2-3 ნაწილად. დაჭრილი სალათა დავაწყოთ სასალათე ჭურჭელზე, გადავასხათ სანელებელი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 0,5 ჩაის ჭიქა არაჟანს დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ძმარი, წვრილად დაჭრილი, მაგრად მოხარშული ერთი კვერცხი, მარილი, პილპილი, ცოტა შაქრის ფხვნილი, მრგვალად დაჭრილი ნედლი კიტრი და ერთმანეთსი კარგად ავურიოთ. ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი კამა.