„აკრძალული სასახლე“ პეკინში
11:45:56     17-09-2011
აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინურად ნიშნავს „მეწამულ აკრძალულ ქალაქს“) მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.
ამჟამად კი, სასახლის მუზეუმად არის ცნობილი. კომპლექსს 720.000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8.000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც „მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე“.
სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასტან ტიანანმენის კარიბჭე აკავშირებს. მის ირგვლივ კი, იმპერიული ქალაქი მდებარეობს.