ნური ბილგე ჯეილანის მინიმალისტური ფილმები
11:00:12     16-09-2011
ნური ბილგე ჯეილანი - თურქი კინორეჟისორი, 1959 წელს დაიბადა. დაამთავრა ბოღაზიჯის უნივერსიტეტი, ელექტრო ინჟინრის სპეციალობით, შემდეგ ორი წელი კინოხელოვნებას ეუფლებოდა. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კოზა" წარმოდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე, 1995 წელს. მისი მესამე ფილმი "უზაკი" (შორეული) ჟიურის გრან-პრისა და საუკეთესო მსახიობის პრიზს იმსახურებს ამავე ფესტივალზე. მისი ბოლო ფილმი "იკლიმლერ" (კლიმატები) 2006 წელს გამოვიდა და ფიბრესკის კინოკრიტიკოსთა ჯილდო დაიმსახურა, კანის ფესტივალზე.ჯეილანის ფილმების მთავარი თემებია ადამიანის გაუცხოება, ბუნებრივი ეგზისტენციალიზმი, ადამიანთა ცხოვრების მონოტონურობა და სიცოცხლის დეტალების ფუნდამენტალურობა. კარიერას ფოტოხელოვნებით იწყებს და მისი მინიმალისტური ფილმები უკიდურესად მწირ ბიუჯეტზე იქმნება. მის ფილმებში, ძირითადად, დამწყები მსახიობები მონაწილეობენ, რომელთა შორის მრავალი მისი ოჯახის წევრია, მათ შორის მისი მშობლები.