ჯაკომო მეიერბერის საოპერო ხელოვნების სტილი
10:59:32     16-09-2011
ჯაკომო მეიერბერი გერმანიაში დაბადებული ებრაული წარმოშობის კომპოზიტორია. დაიბადა ებრაელი ბანკირის ოჯახში. მუსიკალური განათლება მიიღო მუციო კლემენტის (ფორტეპიანო), ცეტერისა და ფოგლერის ხელმძღვანელობით. 1816-24 წლები გაატარა იტალიაში. ეუფლებოდა საოპერო ხელოვნების სტილს, წერდა ოპერებს.
1842-იდან იყო მუსიკის გენერალური დირექტორი ბერლინში. 1830-40-იან წლებში, პარიზის თეატრისთვის დაწერა რამდენიმე ნაწარმოები (სკრიბის ლიბრეტოზე) რომელთაგან მნიშვნელოვანი ოპერა"რობერტ-სატანა" (1831, პარიზი) მეიერბერის საოპერო კონცეფცია მთელი სისრულით გამოჩნდა ოპერა "ჰუგენოტებში" (1836, იქვე) რუსეთში - "გველებისა და გიბელინების" სახელწოდებით. შემდეგ შექმნა ოპერები "წინასწარმეტყველი" (1849, იქვე) რუსეთში - "გენტის ალყის" (მოგვიანებით "იოანე ლეიდენელის") სახელწოდებით; "აფრიკელი ქალი" (1865, დაიდგა მეიერბერის სიკვდილის შემდეგ) ეს უკანასკნელი მეტყველებს კომპოზიტორის შემოქმედებით კრიზისზე.
მეიერბერის საოპერო ხელოვნების სტილის ძირითადი საფუძველია სიუჟეტის ეფექტური განვითარება, გმირთა მკაფიო სახეები, კოლორიტული მასობრივი სცენები, სანახაობითი და ფსიქოლოგიური კონტრასტები; სოციალური ჟღერადობა. მეიერბერის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XIX ს-ის საოპერო ხელოვნებაზე, თუმცა, შემდგომში, მეიერბერის წიმააღმდეგ დაიწყო რეაქცია, უარყოფდნენ მის გარეგან ეფექტს. მეიერბერს ეკუთვნის აგრეთვე კანტატები, საორკესტრო ნაწარმოებები, მუსიკა თეატრისათვის, საფორტეპიანო პიესები, სიმღერები.