ხახვი ჰოლანდიურად

  10:51:01     16-09-2011

მასალა:

150-200 გრამი თეთრი პური

500 გრამი ხახვი

1 ცალი კვერცხი

2 ჭიქა რძე ან 1 ჭიქა რძე და 1 ჭიქა ნაღები

2 სავსე სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ღორის ბარკალი

1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი

ცხიმი, მარილი და პილპილი - გემოვნებით

გავასუფთავოთ ხახვი, დავჭრათ საკმაოდ წვრილ ნაჭრებად, ვშუშოთ მანამ, სანამ ნახევრად მზად არ იქნება და დავდგათ დასაწურად. გამოცხობამდე ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვათავსოთ მასში ერთ ჭიქა რძეში წინასწარ დამბალი თეთრი პურის ნაჭრები და ზემოდან დავადოთ მომზადებული ხახვის ფენა. კვერცხი ავთქვიფოთ მეორე ჭიქა რძესთან ან ნაღებთან ერთად, დავაყაროთ მარილი, პილპილი, შევურიოთ ღორის ბარკალი კუბიკები და მიღებული მასა დავასხათ ხახვის ფენას. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და 20 წუთი შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.