მოხრაკული ხორცი ავსტრიულად
12:30:39     15-09-2011
მასალა:
1 კილოგრამი ძროხის ხორცი (რბილობი)
1 კონა მწვანილი
1 თავი ხახვი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ცალი მიხაკი
1 კბილი ნიორი
2 კუბიკი შაქარი
კარაქი ან მარგარინი
ფქვილი
პირშუშხა
მარილი
ნაღები
ხორცს დავასხათ ცხელი წყალი, დავუმატოთ მწვანილი, დაფნის ფოთოლი, ხახვი, მიხაკი, ნიორი, შაქარი და მარილი. დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ დუღილამდე, შემდეგ დავუკლოთ ცეცხლი, რამდენიმეჯერ მოვხადოთ ქაფი. როდესაც ხორცი ნახევრად მზად იქნება, ხახვის თავი გავჭრათ შუაზე, გაჭრილი მხრიდან მოვათვასოთ ცხელ ტაფაზე და შევაწითლოთ, რის შემდეგაც ჩავუშვათ ბულიონში. მოვამზადოთ სოუსი პირშუშხასაგან: გავადნოთ კარაქი, მოვხრაკოთ ზედ ფქვილი, დავუმატოთ ხორცის ბულიონი და ნაღები (სურვილისამებრ); შევურიოთ პირშუშხას. მზა ხორცი დავყოთ პორციებად და სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან და პირშუშხას სოუსთან ერთად მივიტანოთ.