მაყვლის მურაბა

  12:26:18     15-09-2011

მასალა:

მაყვალი - 1 კილოგრამი

შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი

ჭურჭელში მოვათავსოთ გადარჩეული მაყვალი ერთ წყებად, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, მერე ისევ მაყვალი, შაქრის ფხვნილი, გავაჩეროთ გრილ ადგილას ოთხი-ხუთი საათი. მერე დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ხარშვის დროს, ხანგამოშვებით, ფრთხილად შევანძრიოთ ჭურჭელი და ქაფი მოვხადოთ.