წიწილა ინდურად
12:48:52     14-09-2011
მასალა:
1 ცალი წიწილა
3 სუფრის კოვზი ცხიმი
2 სავსე სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი
2 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი" (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)
ცოტა წყალი ან ხორცის ბულიონი
მარილი
ლიმონი
1 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე (სურვილისამებრ)
ხახვი და დასრესილი ნიორი შევბრაწოთ, 2-3 წუთის შემდეგ დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი", დავუკლოთ ცეცხლი და ვშუშოთ 3-4 წუთის განმავლობაში. მომზადებული, პორციებად დაჭრილი წიწილა დავდოთ ტაფაზე, შევურიოთ სპეციები და თავდახურული ვწვათ დაბალ ცეცხლზე. თუ სითხე ზედმეტად აორთქლდა, დავამატოთ წყალი ან ხორცის ბულიონი, რომ გამოვიდეს საკმაოდ სქელი სოუსი. სურვილისამებრ წვისას შეგვიძლია დავამატოთ ტომატ-პასტა. დავამატოთ მარილი და ლიმონის წვენი.