მოცვის ღვეზელი
12:47:55     14-09-2011
მასალა:
ცომისათვის:
350 გრამი ფქვილი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
მარილი დანის პირზე
150 გრამი ღორის გადამდნარი ქონი ან მარგარინი
რამოდენიმე კოვზი ცივი წყალი
შიგთავსისათვის:
500 გრამი მოცვი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ჭიქა შაქარი
2 სუფრის კოვზი კარაქი
ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი ცხიმში, თანდათან ვამატოთ თითო-თითო კოვზი წყალი და მოვზილოთ სქელი ცომი. შემდეგ ცომი სწრაფად გავაბრტყელოთ. ცხიმწასმული ფორმა 2/3-ით ავავსოთ ცომით. ცომის ზედაპირზე მოვათავსოთ მოცვი, მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. ზემოდან მოვაყაროთ შაქარი და დავაწყოთ კარაქის პატარა ნაჭრები. შემდეგ გადავაფაროთ დარჩენილი ცომი და გამოვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე. ცხობა 30 წუთი გავაგრძელოთ.