ფანტაზია – დისნეის ანიმაციური შედევრი
10:46:31     13-09-2011
ფანტაზია უოლტ დისნეის 1940 წლის მუსიკალური ანიმაციური ფილმია. იგი შედგება ცხრა დამოუკიდებელი ანიმაციური ჩანახატისგან, რომლის მუსიკალურ თანხლებასაც ასრულებს ფილადელფიის ორკესტრი, ლეოპოლდ სტოკოვსკის ხელმძღვანელობით. ყოველი ამ ცხრა ნაწილისგან შესრულებულია საკუთარ სტილისტიკაში და დამოუკიდებელია სიუჟეტურად, ხოლო მათი მაკავშირებელია სტოკოვსკის კომენტარები და ორკესტრის რეპეტიცია.
„ფანტაზია“ ითვლება უოლტ დისნეის ერთ-ერთ თამამ ექსპერიმენტად. მულტფილმში პირველად იქნა გამოყენებული სტერეოფონული ჟღერადობა, ხოლო ფილმის სტილი აბსტრაქციონიზმისა და ავანგარდის ზღვარზე მერყეობს.
ფილმის ყველაზე ცნობილი სეგმენტია „ჯადოქრის შეგირდი“. მიკი მაუსის ირონიული სახე შემდგომში ხშირად გამოიყენებოდა უოლტ დისნეის ფილმში, ხოლო ჯადოქრის თავსაბურავი იქცა დისნეის სტუდიის ლოგოტიპად.