ტ-90 დაიწუნეს

  10:43:18     13-09-2011

მოდერნიზებული რუსული ტანკი ტ–90ს, რომელიც გასულ კვირას წარმოდგენილი იყო შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე ნიჟნი ტაგილში, მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რასაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უყენებს პერსპექტიულ ჯავშანტექნიკას - განაცხადა ორშაბათს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა.

გენშტაბის თავკაცმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, აგრეთვე, იწინასწარმეტყველა ლიბიისა და სირიის მსგავსი მოვლენების შესაძლო გამეორება რუსეთის მეზობელ შუააზიურ სახელმწიფოებში და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ამისათვის მზად უნდა იყოს.