გარგარის ან ატმის დესერტი რუმინულად

  10:39:38     13-09-2011

მასალა:

 

600 გრამი ძალიან მწიფე ხილი

200 გრამი შაქრის პუდრა

120 გრამი შაქარი

1 მცირე ზომის ლიმონი

დარიჩინის კანის ნაჭერი

3 ჭიქა თეთრი ღვინო

 

მითითებული ხილის ნახევარი პორცია გავასუფთავოთ, გავთალოთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვაყაროთ შაქრის პუდრა (80 გრამი) და შევდგათ მაცივარში. ღვინოში ჩავდოთ ლიმონის კანის ნაჭერი, დარიჩინის კანის ნაჭერი და შევაცხელოთ ნელ ცეცხლზე. ადუღებამდე ცოტა ხნით ადრე გადმოვიღოთ ცეცხლიდან. დარჩენილი ხილი გავატაროთ საცერში, დავამატოთ 120 გრამი შაქარი, დავასხათ გაციებული ღვინო და ფრთხილად გადავურიოთ. მიღებული სოუსი დავასხათ მომზადებულ ხილს.