ხვეული კექსი

  10:38:47     13-09-2011

მასალა:

 

კვერცხი - 4 ცალი

შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა

ხილის პიურე - 400 გრამი

პურის ფქვილი - 0,5 ჩაის ჭიქა

კარტოფილის ფქვილი - 0,5 ჩაის ჭიქა

 

4 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან ავურიოთ 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 0,5 ჩაის ჭიქა კარტოფილის ფქვილი; კვერცხის ცილები გავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ცომში. მიღებული ცომი მოვათავსოთ ერბოწასმულ, ოდნავ ფქვილმოყრილ ფურცელზე და შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში. როცა ცომი გავარდისფერდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვათავსოთ მაგიდაზე, სწრაფად წავუსვათ ზედ ხილის პიურე და სანამ ცხელია, დავახვიოთ; ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა და 1-2 წუთით შევდგათ ღუმელში.