M109A6 Paladin - 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა

  11:08:36     12-09-2011

155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა M109A6 Paladin-ი წარმოადგენს მოძველებული თვითმავალი ჰაუბიცის M109-ს გაუმჯობესებულ, მოდერნიზებულ ვერსიას, რომელიც ადრეულ 1960-იან წლებში გამოჩნდა. M109A6 Paladin-ი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში 1991 წელს მიიღეს. ჰაუბიცა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისამდე, 1999 წლამდე იწარმოებოდა და საერთო ჯამში 950 საარტილერიო სისტემა იქნა გამოშვებული შეერთებული შტატების არმიისთვის. თვითმავალი ჰაუბიცის ექსპორტიორები ისრაელი და ტაივანი არიან. Crusader-ის პროგრამის გაუქმების გამო M109A6 Paladin ამერიკის შეერთებული შტატების არმიის შეიარაღებაში მანამ დარჩება, სანამ არ მოხდება მისი სრული ჩანაცვლება მომავლის საარტილერიო სისტემა NLOS-C-თი.

თვითმავალ ჰაუბიცა M109A6-ს აქვს დიდი კოშკურა, რომელიც შეიარაღებულია M284 155 მმ-იანი / L39 ტიპის ჰაუბიცით, რომელზედაც ნახევრად ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული. ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური სიშორე სტანდარტული ჭურვებით 24 კმ-ს შეადგენს, ხოლო რაკეტული ჭურვებით ეს მანძილი 30 კმ-მდე იზდება. სროლის მაქსიმალური სისწრაფე წუთში 4 გასროლას შეადგენს, ხოლო სტანდარტული სრაფსროლა ყოველ 3 წუთში ერთი გასროლაა.

ამეიკის შეერთებული შტატების შეიარაღებაში მყოფ ზოგიერთ M109A6 Paladin-ს შეუძლია გაისროლოს XM982 Excalibur-ის ტიპის უზუსტესი მართვადი ჭურვი, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 40 კმ-ს შეადგენს.

Paladin-ს საჭიროების შემთხვევაში ცეცხლის გახსნა გაჩერებიდან 60 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. დისლოკაციის ადგილის სწრაფი ცვლილების შესაძლებლობა საარტილერიო სისტემას საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს მოწინააღმდეგის ბატარეის მიერ გახსნილი ცეცხლი, ანუ მოქმედებს „ისროლე და გაიქეცის“ პრინციპის ფარგლეში.

M109A6 Paladin-ის მეორადი შეიარღება 1 X 12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევისაგან შედგება. ზოგიერთ ამ ტიპის საარტილერიო დანადგარზე ტყვიამფრქვევის ნაცვლად დაყენებულა 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნი.

თვითმავალი ჰაუბიცა M109A6 Paladin-ი აღჭურვილია ავტომატური ცეცხლის მართვის, ინტეგრირებული ნავიგაციისა და ინერციული ადგილდებარეობის განსაზღვრის სისტემებით.

Paladin-ის ჯავშანი გათვლილია მცირეკალიბრიანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზე. ჰაუბიცაზე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვისა და ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

ჰაუბიცაზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია Detroit Diesel 8V71T-ს ტიპის 440 ცხ.ძალიანი დიზელის ძრავა. რამოდენიმე Paladins-ზე 440 ცხ.ძალიანი ძრავის ნაცვლად განზრახულია გაუმჯობესებული Cummins-ის ტიპის 600 ცხ.ძალიანი დიზელის ძრავის დაყენება. M109A6 Paladin-ის დამხმარე დამტენ მანქანას M992-ს შეუძლია მაქსიმუმ 93 ჭურვის ტარება.

Army.ge