გაზქურაში გამომცხვარი მჭადი
11:00:24     12-09-2011
მოვამზადოთ ისეთივე ცომი, როგორც ტაფაზე გამომცხვარი მჭადისათვის. ამოვიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავალაგოთ ფქვილმოყრი თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ძალიან გახურებულ გაზქურაში. ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ გაზს მოვუკლოთ და დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ცხობა. როცა მზად იქნება, ცხელ-ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე.