მოდერნი ქართულ არქიტექტურაში

  10:50:18     09-09-2011

არტ-ნუვო, იგივე მოდერნი, სტილია ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია.

სხვა უფრო ლოკალური ტერმინები, რომელმაც წინაპირობა შეუქმნა რადიკალურ, რეფორმისტულ შიკს მე-20 საუკუნის მოდერნიზმში, იყო „იუგენდსტილი“  გერმანიაში და ნიდელანდებში და „სეცესიონსტილი“ ვენაში, „ლიბერტი“ იტალიაში, ხოლო „მოდერნიზმო“ ესპანეთში, სადაც პროგრესული ხელოვანები და დიზაინერები, სალონურ გამოფენათა მიმდინარეობას გამოეყვნენ, საკუთარი თავის უფრო კონგენიალურ გარემოებებში წარმოჩენისთვის.

საქართველოში, რომელიც ევროპის კულტურული მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა გაჩნდა: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები, და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვ.

მრავალი საინტერესო არტ-ნუვო სამარხი მდებარეობს ისტორიულ სასაფლაოებზეც. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოსთვის საქართველოს წვლილი ამ სტილში თითქმის უცნობია.