ორცხობილა ამერიკულად
10:39:46     09-09-2011
მასალა:
125 გრამი ფქვილი
125 გრამი შაქარი
125 გრამი გამდნარი კარაქი
125 გრამი შვრია
125 გრამი ქოქოსის თხილი
ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
1 სუფრის კოვზი ბადაგი
ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, გავაკეთოთ მცირე ზომის ბურთულები, მოვათავსოთ ტაფაზე და ზემოდან ოდნავ დავაწვეთ, რომ ბურთულებმა კვერების ფორმა მიიღოს. ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე, 15 წუთის განმავლობაში.