შემწვარი ხორცი ლობიოთი
10:39:08     09-09-2011
მასალა:
250 გრამი ძროხის ხორცი (ფილე, თეძო, ნეკნი)
250 გრამი პამიდორი
250 გრამი ლობიო
1 ჭიქა წითელი ღვინო
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 დიდი თავი ხახვი
1 ცალი ტკბილი წიწაკა
1 სუფრის კოვზი დანაყილი წითელი პილპილი
1 ჩაის კოვზი მარილი
1/3 ჩაის კოვზი შავი დანაყილი პილპილი (სურვილისამებრ)
1-2 ცალი მწარე წიწაკა
ღამით დამბალი ლობიო მოვხარშოთ. დაჭრილი ხახვი მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხორცი, ასევე წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, დავასხათ ცოტა ცივი წყალი და კარგად მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ხორცი თავდახურული ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დავამატოთ ლობიო და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. 10 წუთის შემდეგ დავასხათ ღვინო და ცეცხლზე კიდევ 5 წუთი დავტოვოთ.