ფიზიკური ანგარიშწორება თუ ტრავმა – ღარიბაშვილი ჰოსპიტალიზებულია?!
15:49:39     11-12-2024
ოლიგარქის გუნდის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება".
პარტიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართულ ოცნებაში" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მივიდა" "დეზინფორმაციას" უწოდებენ.
მათი მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკულ ჰოსპიტალში ღარიბაშვილი მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს და ოლიგარქის გუნდში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ცნობები ამის შესახებ "მთავარს" კლინიკიდან სანდო წყარომ დაუდასტურა.
მანამდე, ღარიბაშვილის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ყოფნის შესახებ გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში, ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილიც საუბრობდა.
წყარო "მთავარი არხი"