"ბედნიერი ერი", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" – "ოცნების" განათლების სამინისტრომ 2025 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდად ათეულობით ნაწარმოები ამოიღო
16:15:06     26-11-2024
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა. 2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები ამოიღეს, მათ შორის, სრულად ამოიღებულია რამდენიმე მწერლის შემოქმედება - ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის.
- სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები: "მეფე ხორასნისა", "ძუნწი და ვაჭარი", "უგუნური მცურავი", "სამნი ბრმანი", "მეფუნდუკე და დიდვაჭარი".
- დავით გურამიშვილი - "სწავლა მოსაწავლეთა", "მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი", "ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი", "ქართველთა და კახთაგან თავინათ უფალთად შეორგულება. "სასწაულის მოწყვა ღვთისაგან", "დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება", "ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურატი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისგან", "ტყვეობითგან გაპარვა დავითისგან", "შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში", "დავით გურამიშვილისგან საწუთროს სოფლის სამდურავი".
- ალექსანდრე ჭავჭავაძე - "გოგჩა".
- გრიგოლ ორბელიანი - "საღამო გამოსალმებისა", "პასუხი შვილთა".
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - "არ უკიჟინო სატრფოო...", "ცისა ფერს", "სულო ბოროტო", "ვპოვე ტაძარი".
- ილია ჭავჭავაძე - "ბედნეირი ერი", "პასუხის პასუხი", "ჩემო კალამო", "განდეგილი", "აჩრდილი" - VII თავი".
- აკაკი წერეთელი - "აღმართ-აღმართ", "სულიკო", "ქებათა-ქება (სხვებმა სვან ღვინო)".
- ალექსანდრე ყაზბეგი - "ხევისბერი გოჩა".
- ვაჟა-ფშაველა - "ბახტრიონი", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიტიზმი", "რამ შემქმნა ადამიანად", "იას უთხარით ტურფასა".
- პოლიკარპე კაკაბაძე - "ყვარყვარე თუთაბერი" - (I და IV მოქმედებები)
- გალაკტიონ ტაბიძე - "მშობლიური ეფემერა"
- პაოლო იაშვილი - "პოეზია"
- გიორგი ლეონიძე - "ნინოწმინდის ღამე"
- ანა კალანდაძე - "მკვდართა მზე ვარ"