"შეხლა-შემოხლა იყო, ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს...ვერ გეტყვით შეცდომა იყო თუ არა" – გომელაური "მთავარი არხის" ოპერატორის დაკავებაზე

  15:53:05     26-11-2024

თვითგამოცხადებული მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, "მთავარი არხის" ოპერატორის, სერგი ბარამიძის ძალადობრივ დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა ვერ იტყვის შეცდომა იყო თუ არა ოპერატორის დაკავება:

"შეხლა-შემოხლა იყო, სადაც ჯოხს ურტყამდნენ პოლიციელებს და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც. მე არ ვიძახი რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს...ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით შეცდომა იყო თუ არ იყო. გამოძიება დაიწყო და თუ რამე დავაშავეთ პასუხს ვაგებ, მაგრამ პოლიციელმა რომელმაც არაფერი არ დააშავა, არც ერთ პოლიციელს, თმის ღერი არ ჩამოვარდება," - აცხადებს გომელაური. 

"მთავარი არხის" ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელზეც პოლიციამ, 19 ნოემბრის დილას მელიქიშვილის გამზირზე, აქციის გაშუქებისას დროს იძალადა, ნეკნის მოტეხილობა აქვს.