"ძლიერმა საქართველომ" ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
15:49:17     26-11-2024
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ კოალიციის საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ოფიციალურად მიმართა.
რამდენიმე წუთში ცესკოში ელოდებიან ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც, რომლებიც ასევე მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას სიების ჩახსნის განცხადებით.
სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება, სტრასბურგში ევროპარლამენტში, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ცესკოში განცხადებას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლაშა ფარულავა შეიტანს. მისი განცხადებით, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებენ მანდატებზე.
ცესკოს სიის ჩახსნის მოთხოვნით გუშინვე მიმართა "კოალიციამ ცვლილებისთვის". რაც შეეხება გახარიას პარტიას, იქ აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ მაშინ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ.