14 დეკემბერი – "ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი დაადგინა

  15:46:18     26-11-2024

"ოცნების" თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 14 დეკემბერი დაასახელა. პაპუაშვილმა განცხადება ბიუროს სხდომაზე გააკეთა და სესიის სხდომაზე განსახილველად წარადგინა. ოლიგარქის პარტია მისი მორჩილი პრეზიდენტის ინაუგურაციასაც წლის ბოლომდე გეგმავს.

"მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს და ამას შევიტანთ დღის წესრიგში, შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის სესიის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს, ინაუგურაცია ჩატარდება 29 დეკემბერს". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი, 5 წლის ვადით აირჩევს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატად "ოცნება" ირაკლი ღარიბაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.

მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.