"საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები დაკარგულია... ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი"

  12:35:06     14-11-2024

"საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები დაკარგულია... ჩვენ ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ჟური რატასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიხარია, რომ პირველად მაქვს შესაძლებლობა ესტონეთის სახელით ვილაპარაკო. რუსეთის გავლენის გამო, საქართველოში უბრალოდ დაკარგულია დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები. საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა ხმა მისცა იმას, რომ ევროპის ნაწილი ყოფილიყო. საქართველო კი უფრო და უფრო შორს მიიწევს ევროპისგან. ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით. უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს. ჩვენ  ისევ უნდა დავაწესოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის, მაგრამ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი და არ უნდა მივატოვოთ ისინი. ჩვენ ვეღარ მივაწოდებთ საქართველოს დახმარებას, სანამ ისინი დისტანცირებას ახდენენ ჩვენგან", - განაცხადა ჟური რატასმა.