ცესკოს პრესსპიკერის პასუხი ოპოზიციას - "ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად"
19:17:17     05-11-2024
ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი საუბრობს და უწყების ოპოზიციონერ წევრებს პასუხობს, რომლებმაც კალანდარიშვილს სხდომის სასწრაფოდ ჩატარება და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება მოსთხოვეს.
"ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენ იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რითიც შეჯამდება პარლამენტის არჩევნები, - ამბობს იოსელიანი.