საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა 1 000 000-მდე ბილეთი დააგროვეს - პირველი ეტაპის გამარჯვებული 6 ნოემბერს გამოვლინდება
16:28:09     05-11-2024
საქართველოს ბანკის გათამაშებაში ინდ. მეწარმეებმა ციფრული ტრანზაქციების შესრულებით უკვე მილონამდე ბილეთი დააგროვეს. გათამაშება 1 ოქტომბერს დაიწყო და სამ ეტაპად, 13 იანვრამდე ხორციელდება. პირველი ეტაპი 31 ოქტომბერს დასრულდა და მისი გამარჯვებულების ვინაობა 6 ნოემბერს გახდება ცნობილი. ინდ. მეწარმეებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ციფრულ ბილეთებს აგროვებდნენ, ექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ფულადი პრიზიდან ერთ-ერთი მიიღონ.
6 ნოემბერს გამოვლინდება როგორც პირველი ეტაპის მთავარი პრიზის, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზების მფლობელთა ვინაობა. პირველ ეტაპზე თამაშდება:
- 10 000 ლარი - მთავარი პრიზი
- 500 ლარი (6-ჯერ)
- 200 ლარი (50-ჯერ)
- 100 ლარი (335-ჯერ)
- 50 ლარი (850-ჯერ)
შესაბამისად, მთავარი პრიზის მფლობელი ერთი ადამიანი გახდება, ხოლო სხვა ფულად პრიზებს ასეულობით ინდ. მეწარმე მიიღებს.
გათამაშებაში ბილეთების დაგროვება საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში - ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებული აქტივობებითაა შესაძლებელი. ბილეთები გროვდება ისეთი ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელებით, როგორებიცაა გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვალუტის კონვერტაცია და სხვა.
„მოხარული ვართ, რომ მცირე მეწარმეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააციფრულონ საკუთარი საქმიანობა, დაზოგონ დრო და რესურსები ჩვენი ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის დახმარებით. ამასთან, მიიღონ ფულადი პრიზები. საქართველოს ბანკი ორიენტირებულია მეწარმეობის ხელშეწყობაზე, მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებაზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე ტექნოლოგიების დახმარებით. ამიტომაც, ჩვენ მომავალშიც გავახორციელებთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ინდ. მეწარმეების საჭიროებებს უპასუხებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, გამარჯვებულები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ შეტყობინებას და ციფრულ არხში - ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას ვირტუალურ სასაჩუქრე ყუთს ნახავენ, რომლის გახსნის შედეგად გაიგებენ, თუ რა ოდენობის თანხა მოიგეს.
საგულისხმოა, რომ თუ პირველ ეტაპზე ვერ გაიმარჯვეთ, მომდევნო ეტაპებზეც გაქვთ შესაძლებლობა, დააგროვოთ ბილეთები. ამასთან სამივე ეტაპზე დაგროვებული ბილეთები ფინალური პრიზის - 50 000, 30 000 ან 20 000 ლარის მოსაგებად გამოიყენოთ.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ინდ. მეწარმეს, რომელსაც საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში აქვს გახსნილი.
მაგრამ, თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, შეგიძლიათ გახსენათ ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწეროთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდეთ ბიზნეს ინტერნეტბანკში.
ჩაერთეთ გათამაშებაში, გაციფრულდით და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ბილეთს დააგროვებთ, გამარჯვების შანსიც მით უფრო გაიზრდება.