ხმა მივეცი იმედით და სურვილით - გათავისუფლდეს სახელმწიფო და ეკლესია მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან – დეკანოზი გიორგი მამალაძე
19:00:43     26-10-2024
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ბათუმში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა სახელმწიფოსა და ეკლესიის გათავისუფლებას მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან:
"ხმა მივეცი იმედით და სურვილით - გათავისუფლდეს სახელმწიფო და ეკლესია მიკერძოებული მართლმსაჯულებისაგან. განხორციელდეს კორუმპირებული სასამართლოს და პროკურატურის რეორგანიზაცია. სხვა შემთხვევაში, არც განათლების სისტემა, არც ეკონომიკა და არც სხვა რამ სასიკეთო არ განხორციელდება", – განაცხადა დეკანოზმა.