"მარნეულში, N22-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრმა ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა" - ISFED-ის განცხადება დარღვევებზე
18:43:17     26-10-2024
მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
"კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენის ჩაყრის შემთხვევა ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქის, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე და რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი.
[...]
N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა," - განაცხადა ნინო დოლიძემ.