ოპოზიციის ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას მხოლოდ "ოცნების" მხარდამჭერებს აძლევენ, პროცესს კი ენგურჰესის დირექტორი ხელმძღვანელობს
17:02:03     25-10-2024
ოპოზიციისთვის ცნობილი ხდება, რომ ენგურის ხიდზე გადმოსვლის საშუალებას შერჩევითად აძლევენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რაც ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან და "ოცნების" ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეთანხმებით ხდება.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლის ცნობით, ამ პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია ხელმძღვანელობს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლებას მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აძლევს.
"მებონია, რომელიც არის ჰესის ხელმძღვანელი და ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხელმძღვანელობს უშუალოდ. ანუ, ის აძლევს შესაძლებლობას "ქართული ოცნების" მომხრეებს აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდნენ. დანარჩენებს არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა", – ამბობს "კოალიცია ცვილებისთვის" წევრი.