"მამაჩემი ინსულტის მერე ეტლშია, ხომ ვერ ჩამომაყვანინებთ მე-3 სართულიდან ...ყველა ხმა უნდა დავისცვათ"
16:53:42     25-10-2024
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებულ მზადყოფნაშია. "ფეისბუქის" ჯგუფ "დაიტოვეში" თამარ თავართქილაძე სენტიმენტალურ პოსტს აქვეყნებს, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა:
"მამაჩემი ინსულტის მერე ეტლშია.
ცეესკოში 18 ოქტომბერს დავრეკეთ და რეგისტრაცია ინვალიდებისთვის დასრულებული იყო. თამარ მეფეზე ვცხოვრობთ და 24-ე სკოლაშია უბანი.
სახლში ლიფტი არ არის, ხომ ვერ ჩამომაყვანინებთ მე-3 სართულიდან რომ მანქანაში ჩავსვათ. ძლიერი ორი კაცი დაჭირდება ალბათ. მე თვითონ ხვალ გამთენიისას ჩამოვფრინდები თბილისში", – წერს თამარ თავართქილაძე.