სერგეი ეიზენშტეინი და მუნჯი ფილმები
11:28:15     08-09-2011
სერგეი ეიზენშტეინი – ცნობილი თეატრალური სცენური დიზაინერი, კინორეჟისორი და კინოთეორეტიკოსი განთქმული მისი მუნჯი ფილმებით, რომელმაც განსაზღვრა ადრეული დოკუმენტური ფილმის განვითარების მიმართულება, მის მიერ მონტაჟში ინოვაციური ხერხების დანერგვის შედეგად.
ეიზენშტეინი დაიბადა რიგაში. მამამისი, მიხეილ ეიზენშტეინი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი იყო; დედა, ჯულია – რუსი.
დაამთავრა რიგის რეალური სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა პეტროგრადის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, პრაქტიკა გაიარა სახელმწიფო უმაღლეს სარეჟისორო სახელოსნოებში (ГВЫРМ); იყო ერთ–ერთი თეატრის რეჟისორი; სრულიად რუსეთის კინოსარეჟისორო ინსტიტუტის (ВГИК) პროფესორი; კინოს თეორიაში ფუნდამენალურ ნაშრომთა ავტორი...