"როგორ შეიძლება, შეედავო რუსეთს წესების დარღვევაში, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს" – შალვა პაპუაშვილი
17:38:01     23-10-2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "იმედის" ეთერში აცხადებს, რომ რუსეთს წესების დარღვევაში ვერ შეედავება:
"დღეს რუსეთს რას ედავება მსოფლიო? ედავება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობას, რომ არ შეიძლება წესები დაარღვიოს ერთმა ქვეყანამ სხვის მიმართ, და როგორ შეიძლება, შეედავო და რა მორალური უპირატესობა გაქვს, რომ შეედავო რუსეთს თუნდაც წესების დარღვევაში, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს და ერევი სხვა ქვეყნის არჩევნებში." – ამბობს პაპუაშვილი