"ქართული ოცნება" 61 - ოპოზიცია 89 მანდატი – ბრიტანული კომპანია SAVANTA-ს გამოკითხვა
17:33:23     23-10-2024
ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა სავანტა ჯგუფმა (Savanta Group), "მედიის თავისუფლების ფონდის" დაკვეთით.
"სავანტა" არის გლობალური კომპანია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით კვლევებს უკვეთავენ ისეთი ავტორიტეტული მედიები როგორიცაა CNN და BBC, ასევე ბრიტანეთის მთავრობა
დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები რომელ პარტიას ან კოალიციას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%
- კოალიცია ცვლილებისთვის - 19.%
- ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 16%
- ძლიერი საქართველო - 9%
- გახარია საქართველოსთვის - 8%
- გირჩი - 3%
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%
- საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%
- სხვა - 5%