"ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი" – მეუფე ზენონი

  17:26:35     23-10-2024

ქართველ ხალხს ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონ იარაჯული:

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე სინოდს, მეუფე ზენონი ამბობს, რომ მას მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირებთან აქვს ურთიერთობა. მეუფე ზენონი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გუშინდელ განცხადებასაც ემიჯნება, რომელიც "ოცნების" პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე- "დიდი ხანია თავის კომპეტენციას სცდება" - "ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს საქართველოს კეთილდღეობა ნამდვილად გრძელვადიანი პერსპექტივით და ეს არის ევროპა" – ამბობს მეუფე.