Leopard 2A6 ძირითადი საბრძოლო ტანკი

  11:27:09     08-09-2011

გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2A6 წარმოადგენს მისი წინა მოიდელის Leopard 2A5-ის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს. მიიჩნევა, რომ Leopard 2A6 არის ერთ-ერთი საუკეთესო ძირითადი საბრძოლო ტანკი დღევანდელ მსოფლიოში. Leopard 2A6 რამოდენიმე მახასიათებლით, როგორიცაა მაგალითად: მობილურობა, საცეცხლე ძალა და დაცვის ხარისხი აღემატება მსოფლიოში საუკეთესო ტანკებს: M1A2 Abrams-ს, Challenger 2-სა და Leclerc-ს. Leopard 2A6 და მისი სხვადასვა ვარიანტი შეიარაღებაში აქვს შემდეგ ქვეყნებს: გერმანიას, კანადას, საბერძნეთს, ნიდერლანდებს, პორტუგალიასა და ესპანეთს.

Leopard 2A6 დაცულია უახლესი თაობის კომპოზიტური ჯავშნით და აქვს გარეთა მოდულარული კონსტრუქცია. გარდა ძირითადი ჯავშნისა ტანკზე შესაძლებელია დაყენდეს დამატებითი ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის ბლოკები.

ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2A6 შეიარაღებულია Rheinmetall-ის 120 მმ-იანი L55-ის ტიპის გლუვლულიანი ქვემეხით, რომელიც არის შედარებით უფრო გრძელი, ვიდე წინა, L44-ის ტიპის ქვემეხი, რომლითაც Leopard 2A5 არის შეიარაღებული. L55-ის ტიპის ქვემეხს აქვს სროლის უკეთესი სიზუსტე და სიშორე. ქვემეხის დატენვა ხელით ხდება და ის შეთავსებადია „ნატოს’’ სტანდარტის 120 მმ-იან ამუნიციასთან. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 42 ჭურვისაგან შედგება, რომელთაგანაც 15 ნებისმიერ მომენტში მზადაა გასასოლად.

ტანკის მეორადი შეიარაღება შედგება 2 X 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევისაგან. ერთ-ერთი მათგანი ქვემეხთანაა შეწყვილებული, ხოლო მეორე კოშკურაზეა დამონტაჟებული. Leopard 2A6-ის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან: მეთაურის, მსროლელის, დამტენისა და მძღოლისაგან შედგება.

ძირითადი საბრძოლო ტანკი Leopard 2A6 ძალური დანადგარის სახით აღჭურვილია MTU-ს ტიპის ტურბოდიზელის ძრავით, რომელიც 1500 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ტანკზე დამონტაჟებულია დამხმარე ძალური აგრეგატი, რომელიც უზრუნველყოფს ტანკის ბორტზე არსებული ელექტრონული სისტემების ელექტრო ენერგიით მომარაგებასა და მათ გამართულ მუშაობას, მაშინ, როდესაც ძირითადი ძრავა გამორთულია.

Army.ge