კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში ცვლილებები შევა
11:25:59     08-09-2011
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა ოქმი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ. ოქმი მომზადდა ყირგიზეთის მოვლენებთან დაკავშირებით, 2010 წლის 10 დეკემბერს.
მნიშვნელოვანია ოქმით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც ზრდის „კუხო“-ს რეაგირების ეფექტურობას, რომელიმე წევრი ქვეყნისთვის წარმოქნილი საფრთხეების დროს. წევრი ქვეყნისთვის დასახმარებლად, ორგანიზაცია ერთობლივი ძალისხმევით მიიღებს ზომებს, ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების გამოყენების ჩათვლით.