"თუ ქართველებს სურთ ევროპული მომავალი, აირჩევენ მათ, ვინც თავს არ ესხმის პარტნიორს"
12:46:18     22-10-2024
"თუ ქართველებს სურთ ევროპული მომავალი, აირჩევენ მათ, ვინც თავს არ ესხმის პარტნიორს", - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერი პიტერ სტანო საქართველოს შესახებ DW-ის დოკუმენტურ ფილმში.
"ჩვენ ყველა ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს, რათა გავიგოთ, რამდენად თავისუფალი, სამართლიანი იქნება, რათა ხალხმა გამოხატოს საკუთარი აზრი. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა იტყვის, რომ არ ვართ ამ დეზინფორმაციის, ანტიევროპული ნარატივის წინააღმდეგი, არ ვართ წინააღმდეგი რომ ქვეყანა არ წავიდეს ევროკავშირისკენ, კარგით, ესე იგი ისინი აირჩევენ მათ, ვინც წინ წევს ამ საკითხებს. თუმცა თუ ქართველ ამომრჩევლებს ნამდვილად სურთ ევროპული მომავალი, ისინი აირჩევენ მათ, ვინც აახლოებს ამ მომავალთან და თავს არ ესხმის ყველაზე ახლო პარტნიორს, რომელიც ჰყავს საქართველოს დღეს და ეს ევროკავშირია", - განაცხადა სტანომ