ისრაელში შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე 42 წლის ილია ნოზაძეა
16:06:19     02-10-2024
თელ-ავივში, შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე 42 წლის ილია ნოზაძეა, რომელიც ისრაელში ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ტერორისტული თავდასხმაც სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ნოზაძე სამსახურიდან ბრუნდებოდა.თელ-ავივში, შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე 42 წლის ილია ნოზაძეა, რომელიც ისრაელში ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ტერორისტული თავდასხმაც სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ნოზაძე სამსახურიდან ბრუნდებოდა.
"გუშინ სამსახურიდან ბრუნდებოდა. საერთოდ მაგ დროს მოდიოდა ხოლმე სამსახურიდან, 7 საათზე, მატარებლით და ზუსტად იმ ვაგონში იჯდა, რომელიც დაცხრილეს ტერორისტებმა. ყოველთვის რეკავდა ხოლმე დაბომბვა რომ იწყებოდა და სახლში ვინც ვცხოვრობდით შეგვამოწმებდა ხოლმე, როგორ ვიყავით. არ დარეკა. ვურეკე, არ მიპასუხა და მერე მეგობარი ვიპოვეთ. უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები და ცოტა გვიან გვითხრეს, რომ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა" ამბობს გარდაცვლილის ახლობელი, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი შორენა მჭედლიძე.