ტრაგედია სამხატვრო აკადემიის ეზოში – მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა
16:00:59     02-10-2024
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალაშენებული კამპუსის მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა აკადემიაში პირველკურსელების მისასალმებელი ცერემონია იმართებოდა.
14 წლის გოგონა გადმოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთი კონტაქტური იყო, თუმცა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ირკვევა დაღუპული აკადემიის სტუდენტი არ ყოფილა და უცნობია, თუ როგორ მოხვდა შენობაში.
საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხნენ თვითმხილველებიც, ამოღებულია ვიდეო კამერის ჩანაწერები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა შემსწრეები სუიციდს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.