15:55:51     02-10-2024
"რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?" – აშშ–ის საელჩო
აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი პასუხი "ქართულ ოცნებას" - დიპლომატიური უწყება ამჯერად ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებზე" [ISFED] მუდმივ თავდასხმას ეხმაურება და წერს:
"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა.
რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?" წერს საელჩო და დიაგრამას აქვეყნებს.