სტოლტენბერგმა რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა

  16:37:09     01-10-2024

იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ნატო-ს დღეიდან ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. რუტემ ის სამი მიმართულება დაასახელა, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება:

  • ძლიერი ნატო-ს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა;
  • უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოება;
  • პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ;