SOLO Books-ისა და Visa-ს მხარდაჭერით, ბესტსელერი „ბიზნესის გული“ ქართულ ენაზე გამოიცა

  15:23:48     26-09-2024

უბერ ჟოლის წიგნი „ბიზნესის გული“ SOLO Books-ისა და Visa-ს პროექტის ფარგლებში, ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 4 ოქტომბრიდან გახდება. Wall Street Journal-ის ბესტსელერი „ბაბლჰედთან“ თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ლაუნჯში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია. სპიკერები „ბიზნესის გულის“, მასში მოთხრობილი ელექტროტექნიკის ამერიკული ქსელის “ბესტ-ბაის“ წარმატების ისტორიის შესახებ ისაუბრებენ და მომავალ მკითხველს მათ გამოცდილებებს გაუზიარებენ.

პანელურ დისკუსიას გაუძღვებიან:

  • თიკა რუხაძე - ACT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი ლიდერების, გუნდებისა და ორგანიზაციების წარმატებული ტრანსფორმაციის მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • დეა ჩხაიძე - Creative Leadership Hub-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ლიდერობის და ორგანიზაციული კულტურის კონსულტანტი. ლიდერების აკრედიტებული ქოუჩი;
  • გივი გიორგაძე - გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი;
  • ლევან გიორგაძე - გამომცემლობა „ბაბლჰედის“ თანადამფუძნებელი. „გასტრონომ ჯგუფის“ ბიზნეს კონსულტანტი. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყოფილი დირექტორი და წარმატებული სტარტაპების „ქროსთის“ და „ვენროლის“ თანადამფუძნებელი.

წიგნის შეძენა ექსკლუზიურად SOLO ბუტიკში, 4 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, SOLO Books-ის მიზანი, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის მსოფლიო ბესტსელერების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. SOLO Books-ის სერია გაგრძელდება და თავისი ახალ-ახალი გამოცემებით არაერთხელ გაგიღებთ კარს მსოფლიო ლიტერატურის შთამბეჭდავ სამყაროში.