საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე პრეზენტაციები წარადგინეს

  09:27:54     20-09-2024

საქართველოს ბანკი როგორც წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს განავითაროს ციფრული პროდუქტები და გაიზიაროს საერთაშრისო გამოცდილება.  სწორედ ამიტომ,  საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიება -  Seamless Europe 2024 - ში მონაწილეობდნენ.

Seamless Europe 2024 მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 4,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 300 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა :  Deutsche Bank, European Central Bank, Nestle, Kiko Milano, Douglas,  Ikea, Shein, Alibaba.com, J.P Morgan, Signify, Volkswagen Group, Mercedes Pay, Ernst & Young, და სხვა.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენელები, რომლებმაც სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.  

  • გიორგი კინწურაშვილმა, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, ორ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა გადახდების მონაცემების მონეტიზაციის და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციის სტრატეგიები. მან საქართველოს ბანკის მაგალითზე გადახდების ანალიტიკის, ედს მენეჯერის და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების მოდელები განიხილა.
  • ლუკა ქობალია Digital Cluster Product Owner-ია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მომხმარებელთა გაძლიერება: თანამედროვე მომხმარებლისთვის მეტი სიცხადისა და კომფორტის შეთავაზება“ 
  • გიორგი გვაზავა ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელია, რომელმაც ტრადიციული ბაზრის გარდაქმნაზე ისაუბრა.

 

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო Seamless 2024 - ზე და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული პროდუქტები, ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით შევიმუშავეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ და საქართველოს ბანკის მაგალითზე განხვიხილეთ ისეთი საკითხები როგორებიცაა: გადახდების მონაცემების მონეტიზაციების სტრატეგიები, როგორ შევქმნათ პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილება და როგორ შევთავაზოთ მომხმარებლებს მეტი კომფორტი. ასევე ვისაუბრეთ გადახდებისა და  ტრადიციული ბაზრის შესაძლებლობებსა და მის სამომავლო ტრანსფორმაციაზე. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება შევუქმნათ. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენს ინოვაციურ პროდუქტებს ვაცნობთ ფართო აუდიტორიას, მეორე მხრივ კი, ეს ღონისძიება საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს“, - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.