
"მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა"
15:44:29     18-09-2024
მიდით ქართველებო! შეაჩერეთ ევროპიდან ეს უკუსვლა. ნამდვილად გსურთ მომდევნო ბელარუსი გახდეთ? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი მიმართულებით მიჰყავხართ - ამის შესახებ X-ზე რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი წერს.
მაკფოლი ამ სტატუსით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კანონის გაწვევისკენ მოუწოდა.